უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო

სანვაინი

2014 წლიდან

ღვინის სიყვარულით დაწყებული ისტორია

სანვაინის ისტორია იწყება ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როდესაც ყვარელში მცხოვრები ღვინოთმცოდნე, ზურაბ მზექალაშვილი, საკუთარ მარანში რქაწითელის ვენახების გაშენებასა და ქვევრის ღვინის წარმოებას შეუდგა. მისი სიყვარული მეღვინეობის მიმართ მთელ ოჯახს გადაეცა და ასე გაგრძელდა ოჯახური ტრადიცია უნიკალური და უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებაში.

უძველესი ტრადიციები და თანამედროვე მეღვინეობა

სანვაინის ღვინის საწარმო და ვენახების უმეტესი ნაწილი მდებარეობს ყვარელში – ქალაქი ალაზნის ველზე, კავკასიონის მთების ძირას. როგორც ევროპული, ასევე უძველესი ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდის გამოყენებით სანვაინი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს