ჩვენ შესახებ

საქართველო ცნობილია მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობით, შესაბამისად,ჩვენს ქვეყანაში ღვინის წარმოება აღიქმება, როგორც ხელოვნება და ასოცირდება უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან, სწორედ ამიტომ, თითოეული ლიტრი ღვინო იქმნება ტექნოლოგიისა დაუმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ზემოთხსენებული ფაქტი, მაღალი კონკურენტუნარიანი გარემო და ბაზარზე არსებული ყველა გამოწვევა იყო ისეთი კომპანიის შექმნის მოტივაცია, როგორიცაა „სანვაინი“, რომელიც არა მხოლოდ აწარმოებს საქართველოში დადგენილ უმაღლესი სტანდარტების  ღვინოს, არამედ, აერთიანებს მეღვინეობის თანამედროვე და ძველ საშუალებებს ორივეს საუკეთესო მახასიათებლების გამოყენებით.

კომპანია „სანვაინი“ შეიქმნა 2014 წელს ყვარელში, კახეთში, მეღვინეობაში რამდენიმე თაობიანი ისტორიის მქონე ოჯახის მიერ, რომელსაც შეთვისებული აქვს როგორც ტრადიციული, ასევე ევროპული ტექნოლოგია, რაც მაღალი ხარისხისა და განსაკუთრებული საგემოვნო თვისებების გარანტია.

კომპანიის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ პროცესი კონტროლდება სრულად ყველა ეტაპზე, დაწყებული ნედლეულიდან (ყურძნიდან), დამთავრებული ბუტილაციამდე.

კომპანიის საკუთრებაშია ქართული ჯიშის  წითელი და თეთრი ყურძნის ვენახები ისეთ მიკროზონებში, როგორიცაა ქინძმარაული, წინანდალი და სხვა.

სწორედ ვენახების მოვლის ყოველდღიური კონტროლი, განსაკუთრებული მიდგომა, რაც გულისხმობს აქცენტირებას არა მოსავლის რაოდენობაზე, არამედ  ხარისხზე, ქმნის საფუძველს  მაღალი დონის საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

კომპანიის საკუთრებაშია ასევე ბიო ვენახი, რომლიდანაც წარმოებული პროდუქცია ჯერ მცირეა, თუმცა ყოველწლიურად იზრდება. 

კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე გადის ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში: აშშ, გერმანია, ყაზახეთი, ჩინეთი და სხვა.

კომპანიის ღვინოებს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, კერძოდ, 2021 წელს:

·       TEXOM International Wine Awards

ქისი ქვევრი 2019 – ოქრო

·       საფერავის საერთაშორისო კონკურსი: 

ქინძმარაული 2020, მუკუზანი 2020 – ვერცხლი, საფერავი 2020 – ბრინჯაო.

·       ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი:

საფერავი 2020 – ოქრო, მწვანე 2020 – ვერცხლი, რქაწითელი 2019, ხიხვი 2020, ქისი 2020-ბრინჯაო