სანვაინ პრემიუმი
ხვანჭკარა
ხვანჭკარა
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო
წარმოებულია რაჭის რეგიონის ხვანჭკარის მიკროზონის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან.
ღვინოში გამოკვეთილია ჯიშური არომატი, გამოხატული ჟოლოს, მაყვლისა და შავი მოცვის ტონებით, დამახასიათებელი მუქი ლალისფერი შეფერილობით.
ხავერდოვანი და ნაზი გემო კარგადაა შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან.
ხვანჭკარა კარგად ეხამება ალუბლის ტარტს, ხილის ასორტსა და ტკბილეულს ნიგვზითა და თაფლით.
მოხმარების ტემპერატურა: +10°C +14°C